IRI​ – ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი 86%-ით ლიდერობს

0
264

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში გამოკითხულთა 86 პროცენტის კეთილგანწყობით ჯარი ლიდერობს, მას მოსდევს ეკლესია 85 პროცენტით. რეიტინგში მესამე ადგილს მედია იკავებს – გამოკითხულთა 72 პროცენტს ქართული მედიის მუშაობა მოსწონს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 პროცენტს პოლიციის მუშაობა მოსწონს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია:

საჯარო განათლება – 51 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 46 პროცენტი, მთავრობა – 37 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 28 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პროკურატურა – 27 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 27 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 27 პროცენტი, სასამართლოები კი 25 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.