პარლამანტთან აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

0
297

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადებით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით, 10:00 საათიდან დაიწყება.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გუშინდელ აქციაზე ჯამში 37 პირი დააკავა.