ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

0
266

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის აქციიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამავე სამმართველოში პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 16 დაკავებული პირია გადაყვანილი, მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 18 პირია დაკავებული.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.