„აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“ – ვაჟა სირაძე

0
225

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს არაერთხელ მისცეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პარლამენტის ბლოკირება კანონის დარღვევა იყო. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, თუმცა მშვიდობიანი ფორმით.

რაც შეეხება აქციის დაშლის დროს დაკავებულებს, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, დაკავებული იყო 18 პირი, რომელთაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა.

“ჩვენ შევედით მათთან კომუნიკაციაში, მოლაპარაკებაზე, გავაფრთხილეთ და ვაცნობეთ, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, რის შემდგომაც, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად, გამოყენებული იქნა პოლიციური ძალები, რომლებმაც მოახდინეს პარლამენტის შენობაში შესასვლელების გახსნა. რაც შეეხება მიმდინარე პროცესში დაკავებულებს, ის პირები, ვინც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა, დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 18 პირი იყო დაკავებული, რის შემდგომაც დაემატა რამდენიმე პირი, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.