ზურაბ ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი დააკავეს – „გირჩი“

0
207

ამ დროისთვის დაკავებულები არიან „გირჩი“-ს მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი – ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ავრცელებს.

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე.

ასევე მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ამიტომ გელოდებით პარლამენტთან, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს!“, – ნათქვამია განცხადებაში.