აქციაზე გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს

0
167

პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები – გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე „გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს.

როგორც ზუკა ბერძენიშვილის მამა, პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, მისი შვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 10-მდე ადამიანია დაკავებული. ამ დროისთვის შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი გაწმინდა, თუმცა, აქციის მონაწილეები მაინც არ იშლებიან.