რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაშავდნენ

0
249

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაშავდნენ. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკები პაციენტების მისაღებად მობილიზებულები არიან.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცდანაყოფები, რომლებმაც ხალხი აიძულა, დაეტოვებინა პარლამენტის შესასვლელი.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენეს.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანიც.