სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო

0
223

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო. მომიტინგეები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ხელებაწეულები ხვდებიან.

ადგილზე იმყოფება ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მელია.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაიძრა, რაც აქციის მონაწილეებისთვის შსს-ს მიერ მიცემული ვადა ამოიწურა.