მივმართავ ხელისუფლებას – არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! – ეკა ბესელია

0
178

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

ბესელიას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი მოცემული სიტუაციისგან დიალოგია.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!” – წერს ბესელია სოციალურ ქსელში.