პოლიცია აქციის მონაწილეებს 30 წუთს აძლევს

0
219

პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად გონივრულ დროს – 30 წუთს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილები. სპეცდანიშნულების რაზმები ყვითელი ავტობუსებით ცოტა ხნის წინ მიიყვანეს, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე რესპუბლიკის მოედანზე.