მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გამოიყენოთ ძალა – ანა ნაცლიშვილი

0
218

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველანაირი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე დაეკისრება ხლეისუფლებას.

„აქ არ არის საუბარი სამართლებრივ გამოსავლებზე. შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და თქვენ გევალებათ, რომ აქედან მოძებნოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც თქვენვე შექმენით თქვენი უსინდისო, უტიფარი ქმედებებით. მოგიწოდებთ, რომ იაზროვნოთ და მოიქცეთ სახელმწიფოებრივად. ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ქართველ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს, ყველანაირი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ლელო“ დგას საზოგადოების გვერდით, ხოლო ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, მაგრამ ერთიანი იმაში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.