მამუკა მდინარაძე: სამართალდამცველებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

0
208

სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომა უნდა დაწყებულიყო, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ უშვებენ.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.

„უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.