პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადეს და დროშა შემოახვიეს

0
205

ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს. გარდა ამისა, მათ კარზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განმარტეს, პოლიცია ვეღარ გაჭრის ჯაჭვს, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო სიმბოლიკის – საქართველოს დროშის დაზიანება მოუწევს, რაც კანონით, დანაშაულია.