ესტონეთის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

0
190

მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე საოკუპაციო რეჯიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს.

„მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, –  ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტოს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.