თინა ბოკუჩავა – გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება

0
265

გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

დეპუტატმა მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ეს არის მთავრობის გადადგომა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ამ არჩევნების ჩატარება არა თვალთხარია გახარიას მთავრობის მიერ, არამედ დროებითი მთავრობის და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას და ივანიშვილის მონებს არ მივცემთ საშუალებას, დაღუპოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დეპუტატი, რომელიც დღეს დილით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, შენობაში არ შეუშვეს.