გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს

0
264

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს. ის ტერიტორიიდან შეძახილებითა და სასტვენებით გააცილეს.

გია ჟორჟოლიანი უკვე მესამე დეპუტატია, რომელიც დღეს დილიდან პარლამენტში მივიდა, თუმცა შესვლა ვერ მოახერხა. მანამდე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება დეპუტატებს  – რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას არ მისცეს.