ქუთაისის შემოვლით გზაზე, წუხელ გვიან ღამით, კომპანია “მეტროს” ბათუმი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის დროს ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.