ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართება

0
297

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 60-ზე მეტ კლინიკაში თეთრი ხალათების აქცია გაიმართება.

აქცია 12:00 საათზე დაიწყება. ექიმები ხუთი წუთით გამოვლენ ყველა კლინიკის წინ, საიდანაც პირდაპირი ჩართვები და ფეისბუქლაივები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ორჭოსანიდან გაიტაცეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.