აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია განახლდა

0
245

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე პლაკატებითა და საყვირებით მივიდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უწყების პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ გამოჩენილან. მათი თქმით, თანამშრომლები სავარაუდოდ მეორე შესასვლელით სარგებლობენ.

მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი. აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.