ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარა

0
193

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.

დღეს 12:00 საათზე პარლამენტის დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 15:00 საათზე კი ბიუროს სხდომაა დანიშნული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას.