პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა​ – დავით უსუფაშვილი

0
370

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში კონსულტაციებისას მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროტესტი იყოს კანონიერი და კონსტიტუციის ფარგლებში.

„იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი და გამოსავალი არის კიდევ უფრო მარტივი. საქართველოს პარლამენტის შენობას ძალიან ბევრჯერ განუცდია ამ ტიპის საპროტესტო აქციების ტალღები. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამ პროცესშიც არსზე გაამახვილოს ყურადღება და გამოსავალი მალე მოვძებნოთ, რათა ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ იმ ტიპის საშიშროების წინაშე, რაც 20 ივნისს უკვე გავიარეთ, რამაც ძალიან დიდი და უარყოფითი კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას.

პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა. ამაღამ ეს პიკეტირება როდემდე გაგრძელდება, რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტყვით ამ წუთში. მე ამის თაობაზე მაქვს მარტივი პასუხი, რაც შეიძლება მალე არის გამოსავალი მოსაძებნი. ემოციური მუხტი ძალიან მაღალია და ამას სჭირდება მალე მოვლა, ჩაცხრობა და არა გამრავლება და ახალი პრობლემის შემქნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს, პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს.