გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვის მუშაობს

0
194

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე წისქვილკომბინატში იმყოფებოდა და მუშაობის პროცესს გაეცნო. საწარმო 24 საათის რეჟიმში მუშაობს და ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს.

,,ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, საწარმო უახლოეს დღეებში კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს.” – აღნიშნა რწმუნებულმა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოქმედებს ცხელი ხაზიც:

✅ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია – 032 228 57 00; 599 77 22 88
✅ გორის მუნიციპალიტეტი – + 995 599 85 17 88, + 995 598 26 00 01
✅ ხაშურის მუნიციპალიტეტი – 0 368 24 21 35
✅ კასპის მუნიციპალიტეტი – 0 371 22 24 64
✅ ქარელის მუნიციპალიტეტი – 0 369 231734

(R)