აზერბაიჯანი არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

0
178

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გაგრძელებას.