ექიმი მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში ხელშეუხებელია – კახა კალაძე

0
225

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს.

„საქმეს, ერთგულებას, პროფესიონალიზს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში – კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი – თავისუფალი და გმირი ექიმი!!!

ვაჟა ექიმი – წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით.

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს,ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან,მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს. მუშაობს ყველა სტრუქტურა, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.