მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

0
205

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის კვიციანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ძენახვა – ტარებასთან ერთად, გამოძიება მას სამართალდამცველებზე თავდასხმასაც ედავება. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დაკავებული პატიმრობაში ყოფნის დროს, პოლიციელებს თავს დაესხა.

დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი 13 ნოემბერს დააკავეს.