ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება – ქეთევან ციხელშვილი

0
206

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

მინისტრს იმედი აქვს, რომ „ამ საქმის მონაწილეები გააცნობიერებენ, რა სიმძიმის ქმედებასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ექიმი. ასევე აღდგება ქართველებისთვის და ოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმოსვლა.

„გაფრინდაშვილის დაკავების დღიდან მთავარი პრიორიტეტი უკანონო ტყვეობიდან მისი დახსნაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე ფორმალური და არაფორმალური არხი ჩართულია. თავისთავად ყველა დაკავება არის უმძიმესი ფაქტი, მით უმეტეს ექიმის, რომელიც თავად მკურნალობს ოსს, აფხაზს და სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

ვიცი, რომ ბევრი ოსისთვის ეს არის ღირსების შემლახველი, რადგან ეს დაცლილია ადამიანის, ჰუმანურობის პრინციპებისგან და რაიმე რაციონალიზმისგან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება უკანონო პატიმრობაში“, – აღნიშნა მინისტრმა.