სოფო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა

0
266

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოფო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“ – წერს ქაცარავა.

მანამდე ქაცარავამ განაცხადა, რომ უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.