გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით, ტექნიკური მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს

0
255

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით, ტექნიკური მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს.

„კვირას, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე. მოთხოვნები გვაქვს კონკრეტული – ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით.  ე.წ. გერმანული მოდელი გვაძლევს პირდაპირ ამის მექანიზმს, ახლა ვერაფერს მოიგონებენ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ახალი, ტექნიკური მთავრობა, რადგან გახარიასა და ივანიშილს აქვთ ნულოვანი ნდობა, რომ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეხება გერმანულ მოდელს, ამ მოდელის მიხედვით, შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილს ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი, მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.

ამასთან, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.