თბილისში კრიტიკული მომენტი დგება – რებეკა ჰარმსი

0
230

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისში კრიტიკული მომენტი დგება.

„საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელსაც ყველა დიდი ხანი ელოდა. საკმაოდ გულდასაწყვეტია. თბილისში კრიტიკული მომენტი დგება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ქვეყანა დიდი ხანი ემზადებოდა“, – წერს რებეკა ჰარმსი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კენჭისყრა ჩავარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.