კარლ ჰარცელი – რაც გუშინ მოხდა, პოლარიზაციის რისკებს ზრდის

0
160

რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და ასევე ნდობას საზოგადოების ფართო ნაწილის მხრიდან, რაც თავისთავად ზრდის პოლარიზაციის რისკებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ნიშნები ჩანს. დღეს მოლაპარაკებებს გავმართავთ რამდენიმე მხარესთან, რომ ვნახოთ გამოსავალი. შეხვედრებს ასევე გავმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კენჭისყრა ჩავარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.