კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

0
181

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, „კონსერვატიული“ ფრაქციის წევრმა, მივიღე გადაწყვეტილება, უმრავლესობის რიგებისა და თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გულწრფელები ვიყავით, როდესაც ვარწმუნებდით საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ცვლილებას განვახორციელებდით. იმედი გვქონდა, მოხდებოდა ყველა პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა, ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა.

არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრები არიან: გიგა ბუკია – ფრაქციის თავმჯდომარე, მუხრან ვახტანგაძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე,  რულსან გაჯიევი – ფრაქციის მდივანი, ნინო გოგუაძე – ფრაქციის წევრი, პაატა კვიჟინაძე – ფრაქციის წევრი, ზვიად ძიძიგური – ფრაქციის წევრი.