“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს მართავს

0
308

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს მართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ევროკავშირის ელჩს ხვდება.

ოფისში ასევე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე და ირაკლი კობახიძე, თუმცა უცნობია, ესწრებიან თუ არა ისინი დიპლომატთან შეხვედრას.

ცოტა ხნის წინ, შენობიდან ივანიშვილი გამოვიდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და ისევ ოფისში შებრუნდა.