აჭარის მთავრობის სახლთან 4 ადამიანი დააკავეს

0
153

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის “ნაცმოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერებიც არიან.

ისინი აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას დილიდან მართავენ. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად აიყვანეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი – 3. პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობა და ”ქართული ოცნება”  9 დეპუტატმა დატოვა.