14 ნოემბერი – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – გიორგი კვირიკაშვილი

0
198

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გუშინ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქართული ოცნების 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”, – წერს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი – 3. პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობა და ”ქართული ოცნება”  9 დეპუტატმა დატოვა.