აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

0
178

აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავრობის სახლთან 9 საათზე მივიდნენ. მიიტანეს ტრანსპარანტები და საყვირები. ”გადამგდები ოცნება”, ”ვერ გაგვაჩუმებთ”, ”გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ” – დაწერეს აქციის მონაწილეებმა ბანერებზე.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

სამართალდამცველები შენობის შესასვლელის გათავისუფლებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი – 3. პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობა და ”ქართული ოცნება”  9 დეპუტატმა დატოვა.