პარლამენტთან აქცია დღეს განახლდება

0
252

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ გაიმართება. გუშინ გამართული აქციის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა. მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებია გაშლილი და რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

გუშინ აქცია გაიმართა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარცევნი სისტემის სესახებ კენჭისყრა ჩავარდა. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.