საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა, შესაძლოა, ფრაქცია შექმნან

0
156

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა რვა დეპუტატმა შესაძლოა, დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნას.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.