რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს

0
229

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დღეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.

აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.