აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ

0
256

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს.

როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

„ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. 20:00 საათზე გეტყვით მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ