“პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს”პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს

0
186

“პატრიოტთა ალიანსი” 17 ნოემბერს უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დატოვოს ხელისუფლება მთავარი მოთხოვნა ეს იქნება.

“ჩვენ როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე, თუ ჩავარდებოდა კენჭისყრა, ქვეყანაში დაიწყებოდა კრიზისი, ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადავდივართ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი ინფორმაციით, პირველი აქცია, კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.