რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს

0
207

თბილისში, რუსთაველის გამზირზე  მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს და საავტომობილო გზაზე განათავსეს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.