საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

0
247

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.

დღეს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.