ოთარ დანელია -„ქართული ოცნების“ ისტორიაში 14 ნოემბერი სამარცხვინო დღეა

0
219

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ისტორიაში 14 ნოემბერი სამარცხვინო დღეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის კანონპროექტის ჩავარდნა არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

„ალბათ ბრიყვები უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ, აქციები მოულოდნელი იყო. თავისთავად ცხადია, იქნებოდა აქცია. თავადაც ხედავთ, გუნდის შიგნით პროტესტი საკმაოდ მნიშვნელოვნად იგრძნობა. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც მხარი დაუჭირა პროპორციული არჩევნების სისტემას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვქონდა მოულოდნელი, არასასიამოვნო სიურპრიზი“ ,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, გამოინახოს რესურსი და საკანონმდებლო ორგანოს განახლებული პროექტი კვლავ წარედგინოს.

„ვფიქრობ, ნამდვილად სამარცხვინო დღეა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ისტორიაში. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, იქნებ გამოინახოს რესურსი, რომ განახლებული პროექტი შემოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს ეს საპარლამენტო სივრცეს. აღნიშნულის რესურსი არსებობს, პროცედურები ამას არ გვიკრძალავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთი და ძალიან სამართლიანი საპროტესტო აქცია თავიდან ავირიდოთ“ ,- განაცხადა დანელიამ.