დავით ბაქრაძე – გადამწყვეტი მომენტი დადგა

0
188

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რაც დღეს მოხდა პარლამენტში, ეს იყო მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევა.

მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილმა ამ ქმედებით მოსახლეობას უთხრა, რომ მას 2020 -ში ექნება ის სისტემა, რომლითაც მოიგებს არჩევნებს.

„2020-ის არჩევნები ყალბდება დღეს. გადამწყვეტი მომენტი დადგა. ახლა თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, რომ გაიტანოს ეს სისტემა, საქართველოს მომავალს პერსპექტივა არ ექნება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ “ქართულ ოცნებას” დღეს არსებული სისტემით არჩევნების ჩატარების უფლება არ მისცეს. „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას უერთდება.