აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს

0
174

მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. ისინი მჯდომარე აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ტერიტორიაზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.

ასევე ხდება შსს-ს თანამშრომლების დამატებითი მობილიზება.