ოპოზიცია პარლამენტთან დღეს საღამოს 19:00 საათზე შეკრებას აანონსებს

0
165

ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან დღეს საღამოს 19:00 საათზე შეკრებას აანონსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ოპოზიცია საზოგადოებას მხარდაჭერისკენ და საღამოს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ აქციას “სირცხვილია” მართავს. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღეს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.