პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

0
344

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

მანამდე, მათ განაცხადეს, რომ შენობის სრულ პიკეტირებას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.