რომან გოცირიძე: პროპორციულის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ

0
387

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. დეპუტატი მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

„ნურავინ წარმოიდგენს, რომ პროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტი იქნება ის, რაც გუშინ იყო. გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ. ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს ამ დარბაზში. ამას გინდათ მუქარა უწოდეთ, გინდათ გაფრთხილება. გაფრთხილების ფორმით ვამბობ. დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. დღეს ქართველი ხალხი არის ერთსულოვანი, სატელიტი პარტიებიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები არიან“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საკითხზე კენჭისყრა უკვე შედგა. პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი.