პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება იყო

0
153

თბილისში, პარლამენტის შესასვლელთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციას მართავენ.

ისინი შენობაში მაჟორიტარ დეპუტატებს, კახა ოქრიაშვილსა და კობა კობალაძე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირპისრება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს ეკითხებოდნენ, რატომ უჭერდნენ მხარს მაჟორიტარულ სისტემას.

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრიან კენჭს.