ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება – შამბა

0
128

„ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას კი, sova.news ავრცელებს.

„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან “, – აღნიშნა შამბამ.

გაგრაში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს.

მანამდე ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გალის რაიონის რამდენიმე სოფელს. დამწვარია მინიმუმ სამი სახლი.

“ოკუპირებული აფხაზეთიდან ველით პასუხს, რომ ჩავერთოთ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ” – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.